პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭო ორ მინისტრს - დიმიტრი შაშკინს და ზაზა გოროზიას იბარებს.
საბჭოს წევრთა განცხადებით, მათ განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან შეკითხვები აქვთ.
"ნიუსპრესთან" საუბარში ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძემ განაცხადა, რომ განათლების მინისტრთან სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებენ, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეკითხვები საგაზაფხულო სამუშაოებს შეეხება.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დიმიტრი შაშკინი 27 მარტს, ზაზა გოროზია კი 28 მარტს მივა.

















