ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" კომისიაში განუცხადეს, სხდომა ინფორმაციული ხასიათის იყო და მასზე 9 მარტიდან განხორციელებული პროექტები - რეგისტრატორთა რეგისტრაცია, ტრენერთა ტრენინგები და მათი ჩატარების ვადები განიხილეს.
რეგისტრატორთა ტრენინგები დღეიდან დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება.
სხდომაზე ასევე, პროექტ "კარდაკარის" ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე, თითოეულ რეგიონში რეგისტრატორთა მიმაგრების საკითხებზე იმსჯელეს.

















