საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან საქართველოში
ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ივან იეშტრჟაბმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ელჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართულ-ჩეხური თანამშრომლობის ინტენსიურ დინამიკას და ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებით თბილ, მეგობრულ ურთიერთობებს.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში შეტანილი პირადი წვლილისათვის.