საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ესპანეთის სამეფოს საგანგებო დავალებათა ელჩს სამხრეთ კავკასიაში მარია ვიქტორია სკოლას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

















