პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა გლდანის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, კუკავამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრაზე "თავისუფალი საქართველოს" სტრატეგიას და არჩეულ კურსზეც ისაუბრეს. კუკავამ მოსახლეობას პარტიის პრიორიტეტები და პროგრამის ძირითადი საკითხები გააცნო.
"თავისუფალი საქართველო" მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.

















