არაბული სახელმწიფოების ლიგის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში არაბული
სახელმწიფოების ლიგაში წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ წარმომადგენლის სტატუსი აღნიშნულ მნიშვნელოვან და გავლენიან ორგანიზაციაში, ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბული ლიგის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

















