ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში დღეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე 9 მარტიდან განხორციელებულ პროექტებს - რეგისტრატორთა რეგისტრაციას, ტრენერთა ტრენინგებს და მათი ჩატარების ვადებს განიხილავენ.
სხდომაზე ასევე, პროექტის "კარდაკარი" ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

















