თბილისში მიმდინარე "ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველ ფორუმზე, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის
პერსპექტივებზეც იმსჯელებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი მუდმივმოქემდი ფორუმები აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ ტრადიციულად იმართება და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ტრადიციას თბილისშიც ჩაეყრება საფუძველი.
"ფორუმზე საუბარი შეეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებს და ისეთ კონკრეტულ თემებს, როგორიცაა - განათლება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და სხვა" - განაცხადა დარჩიაშვილმა.
"ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ფორუმი სასტუმრო "რედისონში" ოფიციალურად ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გახსნა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ფორუმი საქართველოში პირველად იმართება.

















