თბილისში დღეს "ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ფორუმი გაიხსნა.
ფორუმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
იგი სასატუმრო "რედისონში", საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა.
ფორუმის მუშაობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, სომხეთის, უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.
ფორუმზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის როლის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, აგრეთვე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ხალხთა შორის კონტაქტების შესახებ მსჯელობენ.

















