ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი სამტრედიაში აფხაზეთიდან
დევნილ ვეკუების 7 სულიან ოჯახს ესტუმრა.
მინისტრმა ოჯახის უფროსს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების და ელექტროენერგიის ვაუჩერები გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, დემურ ვეკუას ოჯახი 15 წლის განმავლობაში სამტრედიაში, ხორავას ქუჩაზე ყოფილ სოფქიმიის ადმინისტრაციულ შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა.
ამ ოჯახს კონსტიტუციის ქუჩაზე 2 სართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი გადაეცა.
"ეს მე-17 ოჯახია, რომელიც ჯოჯოხეთური პირობებიდან გამოვიყვანეთ და საკუთარი სახლი მივეცით. არ ვაპირებთ გაჩერებას და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დევნილი არ დაკმაყოფილდება ღირსეული საცხოვრებელი პირობებით"- განაცხადა მინისტრმა.

















