საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთი საკუთარ მარიონეტულ რეჟიმებს თავადაც არ ენდობა.
ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ის განცხადებები, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლები არიან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
როგორც იგი აღნიშნავს, რუსეთის მხრიდან, საკუთარი რეგიონების ხელმძღვანელების ე.წ დამოუკიდებელი სახელმწიფოების კურატორებად დანიშვნა, ცინიზმის ყველაზე მაღალი ხარისხის გამოვნილებაა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ მათაც არ სჯერათ ამ ტერიტორების დამოუკიდებლობის და ბოლომდე არ ენდობიან მათივე მარიონეტულ რეჟიმებს" - განაცხდა გორდაძემ.
რუსეთმა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლად ე.წ. სამხრეთ ოსეთში თეიმურაზ მამსუროვი, აფხაზეთში - ალექსანდრ ტკაჩევი, ხოლო დნესტრისპირეთში - დიმიტრი რაგონიზი დანიშნა.

















