საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ დღეს საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის
მსმენელთა დელეგაცია მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსაც.
აღნიშნული დელეგაცია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მოწვევით იმყოფება. მასში 30-ზე მეტი წევრი შედის. დელეგაცია თბილისში 3 დღის მანძილზე დარჩება.

















