ონში დღეს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული ოფისი გაიხსნა.
ოფისის ხელმძღვანელად თამაზ მეტრეველი დაინიშნა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურად მძიმე ვითარების მიუხედავად, "ქართული ოცნების" დაარსების შემდეგ მოსახლეობა იმედიანად არის განწყობილი.
"არც თუ ისე უსაფუძვლოდ მიმაჩნია, რომ ონის რაიონში ხმების რაოდენობით "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობის" დამარცხებას შეძლებს" - განაცხადა სანიკიძემ.

















