საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დღეს საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის მსმენელთა დელეგაცია მიიღეს.
ქართველმა პარლამენტარებმა ფრანგ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული აგრესიის შესახებ. საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს
"ასეთი შეხვედრები სასარგებლოა იმისთვის, რომ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს გავაცნოთ ქვეყანაში არსებული ვითარება, ეროვნული ინტერესები და მის წინაშე არსებული საფრთხეები" - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.
საფრანგეთიდან ჩამოსული 38 წევრიანი დელეგაცია თბილისში 3 დღის განმავლობაში დარჩება.

















