პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, საპენსიო პაკეტთან დაკავშირებით, ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრის მაგდა ანიკაშვილის ალტერნატიულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
ანიკაშვილის წინადადებით, ქალებს 140-ლარიანი საპენსიო პაკეტი 62 წლის ასაკიდან უნდა დაენიშნოთ.
ალტერნატიულ პროექტს მხარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ დაუჭირა. მისი აზრით, ასაკობრივ პენსიასთან ერთად, დახმარება უნდა გაეზარდოთ მარჩენალდაკარგულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და რეპრესირებულთა ოჯახებს.
პარლამენტი საპენსიო პაკეტს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას განიხილავს.

















