ჟურნალმა Global Finance" 2012 წლის საუკეთესო ბანკების სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ნომინაციაში "ქვეყნის საუკეთესო ბანკი" საქართველოში გამარჯვებულად "თი-ბი-სი"
დასახელდა.
როგორც "ნიუსპრესს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, კრიტერიუმები რის საფუძველზეც ბანკები გამარჯვებულად გამოცხადდნენ არის - აქტვიების ზრდა, მომგებიანობა, ბანკის სტრატეგია, მომსახურების ხარისხი და ინოვაციური პროდუქტები.
"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ამ ნომინაციაში ასევე გაიმარჯვეს გერმანულმა Deutsche Bank-მა, ირლანდიურმა Rabobank-მა, ესპანურმა Santander-მა, შვეიცარიულმა Credit Suisse-მა, ბელგიურმა KBC-მ, ავსტრიულმა Raiffeisen Bank International-მა და სხვა.
"მსგავსი პრესტიჟული ჯილდო მოტივაციას გვაძლევს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები საქართველოსა და მთელ რეგიონში" - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
"Global Finance"-მა საუკეთესო ბანკები მსოფლიოს მაშტაბით 21 ქვეყნიდან დაასახელა.

















