საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა მილან ზახარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილეს თორნიკე გორდაძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
ასევე, ყურადღება დაეთმო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს.

















