"თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თანამედროვე "მხედრიონის" შექმნაში ადანაშაულებს.
როგორც თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის "მხედრიონი" სხვადასხვა დაჯგუფებისგან შედგება.
"ცალკე დაჯგუფება ჰყავს ყოფილ "მხედრიონელს" ნიკა რურუას. მეორე დაჯგუფებას ხელმძღვანელობს გიგი უგულავა. დაჯგუფება ჰყავს ბადრი ბასიშვილსაც, რომელსაც მეტსახელად "ნარკუშას" ეძახიან. ასევე, დაჯგუფება ჰყავს ბოლნისის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს გია უდესიანს" - აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრემლის აგენტობას სხვას აბრალებს.
"არჩევნების წინ კი, ყველამ ვნახეთ თუ როგორ დაუტკბა და დაუშაქრდა იგი პუტინს" - განაცხადა "თეთრების" ლიდერმა.

















