პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, NDI-ის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების პირველი ნაწილი, ამერიკული ოფიციოზის პროპაგანდის იარაღია.
მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში სოციოლოგიურ გამოკითხვებს დამოუკიდებელი ინსტიტუტები ატარებენ. საქართველოში კ,ი ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული, მმართველი პარტია საკუთარ კვლევებს აქვეყნებს, ოპოზიციის ნაწილი თავისას, ხოლო საბოლოო სიტყვა აშშ-ს საელჩოს დაკვეთით ჩატარებულ NDI-ის კვლევებს ეკუთვნის.
"გამოკითხვებში არასოდეს ხვდება ისეთ შეკითხვები, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა. კერძოდ, არ არის კითხვა - უჭერს თუ არა მხარს ქართული საზოგადოება რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის აღდგენის ინიციატივას ან ავღანეთში ქართული ჯარების ყოფნას" - აღნიშნა კუკავამ.
მისივე თქმით, NDI-ის კვლევების მეორე ნაწილში, რომელიც პარტიების რეიტინგს შეეხება მონაცემები ასე გადანაწილდება - "ნაციონალური მოძრაობა" 55%, ივანიშვილის "ოცნება" - 19%, სხვა პრო-ამერიკული პარტიები 5-10%, არაამერიკული პარტიები - 0%.

















