"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სტუდენტებისთვის შეჩერებული სტატუსის აღდგენის საკითხის გადაწყვეტას მოითხოვს. დღეს ის პარლამენტში სტუდენტებს შეხვდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბაღათურიამ განაცხადა, რომ 10 ათას სტუდენტს სტატუსი მხოლოდ იმიტომ შეუჩერდა, რომ მათ სპეკულაციურად გაზრდილი სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს.
ბაღათურიას თქმით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო უნდა იყოს, კერძო სასწავლებლებში კი - დაბალი საფასური დაწესდეს.
დეპუტატი სწავლის საფასურის სიძვირეს განათლების სისტემაში მოქმედ მონოპოლიებს უკავშირებს. მისი თქმით, ამ მონოპოლიებს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და კახა ბენდუქიძე ხელმძღვანელობენ.
პარლამენტში, შეხვედრაზე მყოფმა სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ სწავლის საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო შეუჩერდათ სტატუსი. გადახდის საშუალება კი, იმ არგუნებტით არ მისცეს, რომ შესაბამისი ბაზები უკვე დახურული იყო და სახელმწიფოს მისი გახსნის სახსრები არ ჰქონდა.
ჯონდი ბაღათურია სტუდენტების დაჰპირდა, რომ მათთვის სტატუსის აღდგენის საკითხის ლობირებას პარლამენტში მოახდენს.

















