ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე დღეს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
კომიტეტი ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს განიხილავს, ასევე, მოისმენს სამომავლო გეგმებს. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე დეპუტატებს ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა გააცნობს.
კომიტეტის სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

















