საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველ სოციალურად დაუცველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
პროფესიული ვაუჩერული დაფინანსება 20 მარტიდან დაიწყო. აღნიშნული მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან 7 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 7 000 მოქალაქის სწავლასა და დასაქმებას ითვალისწინებს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, გარდა თბილისისა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში მიმდინარეობს და აღნიშნული პროცესი 20 აპრილამდე გაგრძელდება. ამავე ცენტრებში დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
ვაუჩერით დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების მიღებას გადაწყვეტენ. ყველა სხვა კატეგორიის მსურველს სახელმწიფო 70%-ით დააფინანსებს. ხოლო მათ ვისაც 1000 ლარიანი ვაუჩერის მიღება სურთ, ამისთვის აპრილში უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

















