"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები 26 მარტს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს წინადადებები საკანონმდებლო ინიციატივად აქციოს.
"რეგლამენტის თანახმად, შემდეგ ბიუროს სხდომამდე 72 საათით ადრე, ეს წინადადება უკვე მზად იქნება", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა და დასძინა, რომ მისი ინიცირების შემდეგ განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები კოალიაცია "ეს შენ გეხება-მ" მოამზადა.

















