ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.
მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს წარუდგინა.
ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთში ელჩი 2006–2009 წლებში ერთხელ უკვე იყო, რის შემდეგაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს. სხვადასხვა დროს იგი "თი–ბისი გრუპის" ვიცე–პრეზიდენტად, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" გენერალურ დურექტორად მუშაობდა.
პოლოლიკაშვილი 6 ენას ფლობს. მის კანდიდატურაზე კომიტეტები მომავალ კვირას იმსჯელებენ.

















