"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი რეზო ესაძე ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებას" სოლიდარობას უცხადებს.
როგორც რეზო ესაძის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში არსებულ რეჟიმს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ შეუძლია.
მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება არა ცალკეული პარტიების ან ჯგუფების, არამედ ქართველი ხალხის ვალია.
"ამიტომ, ქართული "სახალხო კრება" კვლავაც უცხადებს სოლიდარობას ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებას". ამასთან, პარალელურ რეჟიმში განაგრძობს ბრძოლას, ლეგიტიმური არჩევნების გზით ქვეყანაში არსებული რეჟიმის შესაცვლელად" - აცხადებს ესაძე.

















