"ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი პრორუსული ბასტიონია საქართველოში, ამიტომ მოსახლეობის სურვილია, იგი საარჩევნო ბრძოლაში იხილოს და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს"
– ასეთი შეფასება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 70 პროცენტი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მომხრეა.
მისივე განმარტებით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონის სრული დაცვით მოხდა.
"მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა. შემდეგ პრეზიდენტს მიმართა და პრეზიდენტის გადასაწყვეტია მისცემს თუ არა ივანიშვილს მესამედ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა აიღოს" – განაცხადა წიკალურმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხული მოსახლეობის 65 პროცენტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება.

















