ნატო-ს მომავალ სამიტზე განსახილველ საკითხებზე აშშ-ში ორი თვით ადრე დაიწყეს მსჯელობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ატლანტიკური საბჭოს ინიციატივით ამერიკის სენატში სპეციალური შეხვედრა გაიმართა.
ამერიკელი კანონმდებლები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ დაადასტურონ ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკა ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყნების მიმართ.
კონგრესმენ მაკკეინის განცხადებით, ამ ქვეყნებში საქართველო, მონტენეგრო, ბოსნია და მაკედონია მოიაზრებიან.

















