საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე სამოქალაქო ომის ხსენების დროს ხელისუფლებასა და ოპოზიციას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ არჩევნები მოდის და ყველაზე პოპულარული თემა პარლამენტშიც და მის გარეთაც, სამოქალაქო ომი, ახალი სისხლისღვრა, ჰომსი და ურთიერთბრალდებებია იმაზე, რომ საქართველო შეიძლება კიდევ ერთ ძმათამკვლელ ომში ჩაერთოს.
"არ უნდა შევეშვათ ამაზე საუბარს? არ უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილები? რომ სიტყვები სამოქალქო ომი, ძმათა დაპირისპირება, სისხლისღვრა, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მხოლოდ წარსულ, ბნელ ისტორიაში დარჩეს" – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, ეს არის ყველაზე საშიში გზა და კიდევ ერთხელ ბეწვის ხიდზე გავლა.

















