საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" რუსეთის "ჯავახკის" სათვისტომოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულსა და არაკვალიფიციურს უწოდებს.
როგორც "მრავალენოვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აზერბაიჯანთა ეროვნული ასამბლეისა და რუსეთის "ჯავახკის" დიასპორის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციები ეთნოსთა შორის შურს აღვივებს.
"მსგავსი ტიპის შეტყობინებები მიზანმიმართულია იმისკენ, რომ სეპარატისტული საკითხები წინ წამოწიოს. ჯავახეთის და ქვემო ქართლის მოსახლეობა სეპარატისტულად განწყობილი არ არის და არც დამოუკიდებლობაზე საუბრობენ"- განაცხადა სტეპანიანმა.
რუსეთის "ჯავახკის" დიასპორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში, ჯავახეთში ნატოს სამხედრო ბაზა გაიხსნება, რომელიც თურქებით დაკომპლექტდება.
სპეტანიანის განცხადებით კი, ნატოში გაწევრიანება ქვეყანაში ნატოს ბაზების გახსნას არ ნიშნავს.
"მსგავსი ტიპის თემების გაშუქება სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს" - აღნიშნა მან.

















