პარლამენტმა დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტს 101 ხმით 16–ის წინააღმდეგ ნდობა
გამოუცხადა.
მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დებატები მიმდინარეობდა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის პროგრამას – ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე.
მთავრობის პროგრამა და მინისტრთა კაბინეტი დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარადგინა. ნდობის ხელახალი გამოცხადება კი, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის გამო გახდა საჭირო. ამ პოსტზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩაანაცვლა.

















