ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის და შს მინისტრებს პარლამენტის ტრიბუნიდან უსაყვედურა.
"არ შემიძლია არ დავადანაშაულო ორმაგი მიდგომების კუთხით პოლიციის რეფორმის სულისჩამდგმელი ბატონი მერაბიშვილი, რომელიც ერთი მხრივ, გვევლინება მნიშვნელოვანი რეფორმის განმახორციელებლად საპატრულო პოლიციის სახით და მეორე მხრივ, კრიმინალურ პოლიციას მფარველობს– სოდს, კუდს, რომელთა ხელით არაერთი ბოროტმოქმედება აღსრულებულა" – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მან გაიხსენა ვეტერანთა აქციის დარბევა, ასევე, ძმები ლუტიძეების მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი.
ფრაქციის თავმჯდომარემ ციხეებში წამების გამოუძიებელი ფაქტების გამო იუსტიციის მინისტრსაც უსაყვედურა.
"მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, ახლა მაინც გააკეთოს ამის თაობაზე განცხადება" – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

















