ქართველი ხალხი რუსეთს, ამერიკას ან ევროპას არ მიეყიდება. ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი სულს არ ყიდის და ამაზე ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი და უახლესი ისტორიაც მეტყველებს.
"ქართველი ხალხი რომ იყიდებოდეს, პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ასე დამფრთხალი არ იქნებოდა, ასეთი გაშმაგებით არ ირბენდა კუთხიდან-კუთხეში და არ დაარიგებდა მათხოვრულ ვაუჩერებს, რომლებიც ისევ იმ ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული რომელსაც დღეს ურიგებს, როგორც თავის პირად წყალობას" - აცხადებს შაშიაშვილი.
"თეთრების" ლიდერი აღნიშნული განცხადებით, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთმა და "გაზპრომმა" ქართველი ხალხის მოსასყიდად სოლიდური თანხები გამოჰყვეს.

















