ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კონტროლის
პალატასთანდაკავშირებით განთავსებული განცხადება, დღეს ხელახლა განმარტა.
"ჩემი დაკვირებით ჩანს, რომ განცხადება ყველა პარტიამ ნათლად ვერ გაიგო. ჩემი განცხადება განპირობებიული იყო იმით, რომ კონტროლის პალატის უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ არის" - განაცხადა ელჩმა.
მისი განმარტებით, საქართველოში პოლიტიკური გარემო ხშირად პოლარიზებულია და საზოგადოებას სურვილი უჩნდება ამა თუ იმ ორგანიზაციის პასუხისმგებლობების შესახებ მეტად იყოს ინფორმირებული.
"პირველ რიგში ჩემი განცხადება კონტროლის პალატის პასუხისმგებლობას და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობას ეხებოდა. ეს გამოწვეულია იმ ინფორმაციის ნაკლებობით, რომელიც კანონის მოთხოვნების აღსრულების დროს კონტროლის პალატის უფლებამოსილებას ეხება" - განაცხადა ბასმა.
ჯონ ბასმა "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება 16 მარტს განათავსა.
"შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდებზე, რომლითაც კონტროლის პალატა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობას აღასრულებს, ხელს ვერ შეუწყობს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ" - ნათქვამი იყო განცხადებაში.

















