საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ვერავინ შელახვას.
აღნიშნული განცხადება ვაშაძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საქართველოში უცხოური საელჩოების თანამშრომლები გააკრიტიკა.
"პრეზიდენტი გულისხმობდა იმას, რომ ჩვენთან მუდმივად შემოდის საქართველოს მოქალაქეების საჩივარი, რადგან ზოგიერთ საელჩოში სწორი გაგება არა აქვთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთან დადებული სავიზო ხელშეკრულება. ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს არავის შევალახვინებთ"- განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, როგორც კი საკონსულო დეპარტამენტში მოქალაქის საჩივარი შედის ვიზაზე უარის გაუმართლებლად თქმასთან ან უდერად მოპყრობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას ახდენს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში, ვიზის ასაღებად მისულ მოქალაქეებს ცუდად ექცევიან.

















