მეორადი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ, პარლამენტის გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა დადებითი შეფასება მისცა და ხელიც მოაწერა. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკანომდებლო ცვლილებამდე საქართველოში წარმოებული პროდუქტი სადისტრიბუციო სამსახურებისა და სავაჭრო ქსელებისთვის მიმზიდველი არ იყო.
პრესსპიკერის თქმით, სავაჭრო ობიექტები უპირატესობას იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ანიჭებდნენ, რადგან საგადასახადო დაბეგვრის კუთხით ის ბევრად მიმზიდველი იყო.
მანჯგალაძის განცხადებით, ახლა კი - ქართული პროდუქცია იმპორტირებულს გაუთანაბრდა, რაც საქართველოში სოფლის-მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
პრესსპიკერის თქმით, მნიშველოვანია ქართველ გლეხს ჰქონდეს მის მიერ მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციის საშუალება.

















