"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლების მხირდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის
ხედვების გაზიარების იმედი არ აქვს. ამის შესახებ მან დღეს სასტუმრო "ვერე პალასში" ოპოზიციური პარტიების მრგვალი მაგიდის შეკრებაზე განაცახდა.
"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ოპოზიციური პარტიები შეიკრიბნენ. ისინი არა მხოლოდ ფასადურად, არამედ რეალურად შეცვლიან საარჩევნო გარემოს. ნაკლებად მაქვს იმის ილუზია, რომ ამ წინადადებებს ხელისუფლება გაიზიარებს, თუმცა, არგუმენტირებულ აზრს მაინც დავაფიქსირებთ" - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" სხვა პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ წინადადებებს გააცნობს.
"სახალხო კრება" და "დემოკრატიული მოძრაობა" მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ 5 კომპონენტის გარეში როგორიცაა - თავისუფალი მედია, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი სასამართლო, არაპოლიტიკური პოლიცია და დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია სამართლიანი არჩევნების მიღწევა შაუძლებელი იქნება" - აღნიშნა ნინო ბურჯაანძემ.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სკითხებზე ოპოზოციური პოლიტიკური პარტიები სასტუმრო "ვერე პალასში" მსჯელობენ. შეხვედრა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზებით მიმდინარეობს.

















