ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, გერმანია საქართველოს მოკავშირედ და მხარდამჭერად რჩება. ამის შესახებ მანანა მანჯგალაძემ გერმანიის
საგარეო საქმთა მინისტრის გუიდო ვესტერველეს საქართველოში ვიზიტის შეჯამების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გერმანიის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მანჯგალაძის განცხადებით, გუიდო ვესტერველესთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროს ორივე მხარეს საშუალება მიეცა ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განეხილა.
მისივე განცხადებით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც.
საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი გუიდო ვესტერველე თბილისს ოფიციალური ვიზიტით 15 მარტს სტუმრობდა.

















