პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დეპუტატებს მთავრობის პროგრამას აცნობს.
სხდომას თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებიან მთავრობის წევრები, მათ შორის ძალოვანი მინისტრებიც. სესიაზე მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია არ იმყოფება, რომელიც ლონდონშია.
დღეს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. ამის საჭიროება მთავრობაში მე-7 მინისტრის ჩანაცვლებამ გამოიწვია. გასულ კვირაში პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ დატოვა, რომელსაც შვეიცარიაში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი ცვლის.

















