საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სკითხებზე ოპოზოციური პოლიტიკური პარტიები სასტუმრო "ვერე პალასში" მსჯელობენ.
შეხვედრა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზებით მიმდინარეობს.
პარტია ინიციატივით გამოდის, რომ ოპოზიციამ ამ საკითხთან მიმართებაში საერთო ხედვა შეიმუშავოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდოს.
"თავისუფალმა საქართველომ" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დეკლარაცია მოამზადა, რომელსაც პარტიების ნაწილი უკვე შეუერთდა, მათ შორის არიან - "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", "მწვანეთა პარტია", ""ლეიბორისტული პარტია", მოძრაობა "თეთრები" და სხვა.
როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, საერთო ხედვა 2012 წლის არჩევნებამდე უნდა ჩამოყალიბდეს.

















