საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, კლინტონის საქართველოში ვიზიტი აუცილებლად შედგება, თუმცა, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
"აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს" - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისს 2010 წელს სტუმრობდა.

















