პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.
"ნიუსპრესის" ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც
გაემგზავრა, თუმცა, სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუდასტურეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით ბქარაძე, სავარაუდოდ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდება.

















