"ნაციონალურ მოძრაობას" დარღვევები არა აქვს, რადგან პოლიტიკურ კორუფციას ებრძვის.
ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
დეპუტატები კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილისგან ინფორმაციას ისმენენ.
მისი თქმით, არავის უნდა უკვირდეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ფინანსური დარღვევები არა აქვს. "ჩვენ დარღვევები არ გაქვს და არც გვექნება" - განაცხდა მინაშვილმა.
მან კონტროლის პალატას აპოლიტიკური ორგანო უწოდა და მის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილს საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისკენ მოუწოდა. ამისთვის, მინაშვილის თქმით, კონტროლის პალატამ მოქალაქეებში საინფორმაციო ბუკლეტები უნდა გაავრცელოს.

















