კონტროლის პალატის მიერ დაბარებული მოქალაქეების დაკითხვისას მათი გაშიშვლების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან
ბეჟაშვილმა ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მან გაზვიადებული უწოდა ინფორმაციას, თითქოს ახსნა-განმარტების მისაცემად მისულ მოქალაქეებს აშიშვლებდნენ.
"მსგავსი ფაქტები არ ყოფილა, არცერთი პოლიციელი არ ესწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ესწრებოდა მხოლოდ კონტროლის პალატის თანამშრომელი მოქალაქე და ადვოკატი" - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად მოქალაქეები გამგეობის შენობაში სპეციალურად იყვნენ დაბარებული, რადგან ეს დაწესებულება საჯაროა.
ბეჟაშვილი განმარტავს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ იყო მიღებული და არა პოლიცილების მხრიდან.

















