აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის მიერ სპეციალურ წარმომადგენელად კრასნოდარის მხარის გუბერნატორის დანიშვნის გამო საქართველოს პარლამენტი აღშფოთებას გამოთქვამს.
ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას ინფორმაციით, ამის გამო თავად აფხაზებიც კი შეშფოთებულნი არიან.
,,გუბერნატორი თავად ოლიმპიური კომიტეტის წევრაი და ის ხდება ოკუპირებული ტერიტორიის რწმუნებული, რაც ყოვლად მიუღებელია და ამას სერიოზული რეაგირება უნდა მოჰყვეს" – აღნიშნა დავითაიამ.
იგი მოითხოვს, რომ საქართველოს სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ, ასევე ოლიმპიურმა კომიტეტმა სპეციალური განცხადება მოამზადოს და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართოს.
ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარლამენტის ორი კომიტეტი ამ კვირაში სპეციალურ განცხადებას მოამზადებს, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაუგზავნის.

















