"პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონის დარღვევისთვის პარტია რეგისტრაციიდან აღარ მოიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
"ამ კანონში პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის არანაირი მექანიზმი აღარ იქნება" – განაცხადა კუბლაშვილმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
აქამდე მოქმედი კანონით, პარტიის მიერ ფინანსური ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის, კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობის ან სამართალდარღვევით მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვვევის შემთხვევაში, ცესკო უფლებამოსილია კონტროლის პალატის წარდგინების საფუძველზე საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩეროს, თუ დარღვევა არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში ჩადენილ ქმედებას გულისხმობს.
ახალი ცვლილებების მიღების შემდეგ ეს ნორმა გაუქმდება.

















