პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში "დაკავშირებული პირის" ცნება აღარ იქნება.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ახლებურად ჩამოყალიბდება 26 პრიმა მუხლი და ამ კანონის მოქმედება მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება , რომელსაც საარჩევნო მიზნები გაცხადებული აქვს და მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს ამ მიმართულებით ხარჯავს.
"ასევე, ამ კანონის მოქმედება იმ პირებზე გავრცელდება, რომლებმაც ეს კანონი არაერთზგის ან ერთხელ დაარღვიეს, მაგრამ დარღვევის ღირებულება 30 ათასს ლარზე მეტია" – განაცხადა კუბლაშვილმა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა პავლე კუბლაშვილს შეხვდნენ და მოქალაქეთა პოლიტიკურ პარტიების შესახებ კანონთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელეს.

















