საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ხელისუფლებაში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, რუსეთს საქართველოსთან
ურთიერთობა გაუმარტივდება. ეს განცხადება შევარდნაძემ "ვზგლიად"-ის კორესპონდენტთან საუბრისას გააკეთა.
შესაბამისად, ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ გაირკვევა.
შევარდნაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის პრეზიდენტად არჩევის მილოცვის ფაქტს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

















