პოლიტიკური პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის
თავმჯდომარის პოსტზე არავინ განიხილება. პრეზიდენტობის კანდიდატად კი - ირაკლი ალასანია მოიაზრება.
ამის შესახებ სარიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იმედის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი მოქალაქეობის მისაღებად არ აქტიურობს, რაც მას ძალიან უცნაურად ეჩვენება.
"თუ თვითონ არ ჩადგება პოლიტიკური ორგანიზაციის სათავეში ან ამ პოზიციას სხვა გამოკვეთილი ლიდერი არ დაიკავებს, ფაქტია, რომ მომავალ არჩევნებზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის პოსტები ვაკანტური დარჩება", -განაცხადა სარიშვილმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა - ვის უთავისუფლდება აღნიშნული ადგილები.

















