ვლადიმერ პუტინი მილიარდებით ქართველ ხალხს ვერ მოისყიდის. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის
საინფორმაციო მომსახურების ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის არჩევნების შემდეგ, მისთვის მნიშვნელოვანი საქართველოში დაგეგმილი არჩევნებია.
"გამოყვეს ახლა მილიარდები და ამბობენ მაგათ ყიდვას რა უნდაო. პუტინი ვერასოდეს გაიგებს ქართველი ხალხი რატომ არ გაიყიდება შემოდგომაზე" - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობისა და "ჩემი თავი ჩემადვე მეყუდვნის" გემო გაიგო და აღარასდროს გაიყიდება.
"შეიძლება იყო რუსეთივით დიდი, მაგრამ ქაოსი იყოს შენს ქვეყანაში და შეიძლება იყო საქართველოსავით პატარა და გქონდეს ისეთივე წესების ქვეყანა, როგორც არის ჰოლანდია და სინგაპური. როდესაც წესების ქვეყანა ხარ მაშინ რთულია უწესობის ჩადენა" - განაცხადა პრეზიდენტმა.

















