კომპაქტურად ჩასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვლისთვის საარჩევნო ხმების საბადოა. ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული
პარტიის" იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძგანიამ აზერბაიჯანის საელჩოსთან გამართულ აქცია- ბრიფინგზე გააკეთა.
"სააკაშვილ -ალიევის ბიზნეს მაფიოზურმა დაჯგუფებამ კომპაქტურად ჩასახლებული საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები საარჩევნო ხმების საბადოდ გადააქციეს. ისინი კომპაქტურად ჩასახლებულ აზერბაიჯანელი მოსახლეობის ხმებს აყალბებენ"- განაცხადა ძაგანიამ.
"ლეიბორისტებმა" აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში საპროტესტო წერილი და საარჩევნო ოქმები გადასცეს.
"მოვიტანეთ საპროტესტო წერილი და გადავეცთ ის ოქმებიც, სადაც აღწერილია, რომ სააკაშვილს ხმების 95-ზე მეტი პროცენტი აქვს აღებული კომპაქტურად ჩასახლებულ აზერბაიჯანულ უბნებში. ეს ხომ წარმოუდგენელია"- განაცხადა ძაგანიამ.
მისივე განმარტებით, ხმების უმეტესობა გაყალბებულია და ამასთანავე, აზერბაიჯანის პეზიდენტი ილჰამ ალიევი ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობას პირდაპირ მითითებებს აძლევს, ხმა მისცენ მისი მეგობრის, სააკაშვლის სასარგებლოდ.
"წერლში ვაპროტეტსტებთ ამ ყველაფერს და გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ კონკრეტულ საარჩევნო თემებზე ვესაუბროთ"- განაცხადა ძაგანიამ.

















